მენქალისი

მენქალისი, მენკალისი, სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში (ირაგას ადმ. ერთეული). მდებარეობს ბედენის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ასლანკის (ხრამის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, ზ. დ. 1350 . თეთრი წყაროდან 15 კმ, 26 მცხ. (2014). მიენიჭა მაღალმთიანი დასახელების სტატუსი.