მენჯის სამკურნალო წყალი, სუბთერმული, გოგირდწყალბადიანი, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი. მისი ქიმ. შედგენილობაა:
მინერ. წყალი და მის ბაზაზე დაფუძნებული ბალნეოლოგიური კურორტი მდებარეობს სენაკიდან დას-ით 3 კმ-ში, ეკის მთის ძირში, მდ. ცივის მარცხ. ნაპირზე. წყაროების ბუნებრივი გამოსავლები დაკავშირებულია ზედა ცარცულ-პალეოცენური ასაკის კირქვებთან.
საბადოზე გაბურღულ საკაპტაჟო ჭაბურღილებში წყლის დებიტი შეადგენს 7–8 ლ/წმ, ტემპერ-რა – 24 °C, მინერალიზაცია – 15 გ/ლ-მდე, pH – 7.7. წყლიდან სპონტანურად გამოიყოფა აირი, რ-იც შეიცავს 54% აზოტს და 45% მეთანს. მენჯის მინერ. წყალში გოგირდწყალბადის შემცველობაა 70 მგ/ლ, რაც საკმარისია სამკურნ. ეფექტის მისაღებად. საბადოზე საძიებო სამუშაოები დაიწყო 1933-იდან, ხოლო ბალნეოლოგიური მიზნებისთვის გამოყენება – 1938-იდან. საბადოს ექსპლუატაცია შეწყდა 1993.
ზ. კაკულია