ევკალიპტი

ევკალიპტი სფერული ევკალიპტი (Eucalyptus globulus)

ევკალიპტი (Eucalyptus), მცენარის გვარი მირტისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 600-ზე მეტ სახეობას. მის სამშობლოდ ითვლება ავსტრალია. საქართველოში ე-ს მასობრივი გაშენება 1931-იდან დაიწყო. იგი სწრაფმზარდი ხე ან ბუჩქია, მარადმწვანე, სინათლის მოყვარული მცენარე, უხვად ყვავილობს, ქმნის მეჩხერ კორომს. ნაყოფი კოლოფია, თესლი – მრავალწახნაგა და წვრილი. კარგად ხარობს ზომიერად ტენიან ან ოდნავ მშრალ ყველა ტიპის ნიადაგზე. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპირო სუბტროპ. ზონაში. საქართველოში ე-ის 40-მდე სახეობაა ცნობილი. მათგან საუკეთესოა ყინვაგამძლე ფორმები: ტირიფისებრი, მაკარტურის, ლეგა, სფერული, გიგანტური და სხვ. სუბტროპ. ზონაში აშენებენ ქარსაცავ ზოლებად, აგრეთვე ზეთის მისაღებად. მისი ფოთლისგან მიღებულ ეთერზეთს იყენებენ მედიცინაში, პარფიუმერიაში, ტექნიკაში და სხვ.

ი. ლეკვეიშვილი