ევფონია

ევფონია (ბერძნ. euphōnia, სიტყვასიტყვით – კეთილხმოვანება < eu – კეთილი + phōnē – ბგერა), პოეტიკის ნაწილი, რ-იც შეისწავლის მხატვრული ნაწარმოების ბგერით ორგანიზაციას. ბგერას (ფონემა), ბგერით განმეორებებს მხატვრ უ ლ-გ ა მ ო მ ს ა ხ ვ ე ლ ო ბ ი თ ი ფუნქცია აქვს. ე-ის სახეებია: ალიტერაცია, ასონანსი, ონომატოპეა. ამავე დროს, ე., როგორც ზოგადად კეთილხმოვანება, დაკავშირებულია რიტმსა და რითმასთან. ე. არსებითად ლექსის კუთვნილებაა. ლექსისა და პროზის განმასხვავებელ ნიშანთაგან იგი ყველაზე უფრო არსებითი და სპეციფიკურია. ე-ის ნიმუშია ვეფხისტყაოსნის სტრიქონები: „კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე".

ა. ხინთიბიძე