მეორე სვირი, სოფელი იმერეთის რეგიონის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (მეორე სვირის ადმ. ერთეული). მდებარეობს მდ-ების ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფ ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ყვირილის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 250 მ. თემის ცენტრი (სოფლები: მ. ს., სადგური სვირი). ზესტაფონიდან 13 კმ, სვირიდან (უახლ. რკინიგზ. სადგური) – 8 კმ. 3356 მცხ. (2014).
სოფლის ტერიტორიაზე ვრცელდება აჯამეთის სახელმწ. ნაკრძალის ნაწილი.