ევფრატა (VI ს.), ბიზანტიის საიმპერიო კარზე პალატის ერთ-ერთი საჭურისი, ტომით აბაზგი. იგი ეგრისის სამეფოში, კერძოდ, აბაზგიაში (აფხაზეთში) VI ს. 30-იან წლებში სახელმწ. საქმეების მოსაგვარებლად მიავლინა იუსტინიანე I-მა. ე-მ აკრძალა აბაზგი ბავშვების დასაჭურისება და გაყიდვა. ხელი შეუწყო კეისარ იუსტინიანეს მიერ აბაზგიაში გავრცელებული ქრისტიანობის განმტკიცებას. მისი მოღვაწეობისას აბაზგიის მთავრის ხელისუფლებას დაექვემდებარა სანიგთა სამთავრო მდ. აბასკოსიდან (მდ. მზიმთა ან ფსოუ) ჯიქებამდე.
წყარო: პროკოპი კესარიელი, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.2, თბ., 1965.
დ. ლეთოდიანი