„მეოცნებე ნიამორები“, ყოველთვიური ჟურნალი, „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ჯგუფის ერთ-ერთი ბეჭდვითი ორგანო. გამოდიოდა 1919–24-ში თბილისში (გამოიცა 1919––##1, 2, 3; 1920–#4; 1921–#5; #6; 1922 – #7, #8; 1923 – #9, #10; 1924 – #11); ბოლო ნომერი გამოვიდა „ნიამორების“ სახელწოდებით.
ჟურნალთან თანამშრომლობდნენ: ვ. გაფრინდაშვილი, ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი, გ. ლეონიძე, შ. აფხაიძე, ს. კლდიაშვილი, ს. ცირეკიძე, კ. ნადირაძე, რ. გვეტაძე და სხვები. რედაქტორი – ვ. გაფრინდაშვილი.
ტ. კვანჭილაშვილი