მეოხი, დამცველი, მფარველი, შემწე. ტერმინი ფეოდალური ხანის საქართველოში, სავარაუდოდ, თანამედროვე ადვოკატი.
მ. გვხვდება XIII ს. ანდერძში, სადაც გრიგოლ ერისთავი შიო მღვიმელს სთხოვს, იყოს მისი მ., როდესაც ის ღვთის სამსჯავროზე წარსდგება. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლოში ბრალდებულს შესაძლებელია ჰყავდა დამცველი – მ. იგი მოსამართლის წინაშე სიტყვით („სიტყვის გება“) გამოდიოდა და იცავდა განსასჯელის უფლებებს.
დავით ბატონიშვილი თავის კვლევაში, სადაც ქართ. სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიას ეხება, ახსენებს ტერმინს – „მონაცვლე კაცი“, ანუ ადვოკატი, აგრეთვე ჩამოთვლის მის ფუნქციებს, თუმცა ი. სურგულაძე თვლის, რომ ეს ტერმინი ავტორის გამოგონილია და ადვოკატის შინაარსის მატარებელ ტერმინად ვაქილს მიიჩნევს (ტერმინი გვხვდება „ვეფხისტყაოსნის“ 201-ე სტროფში).
ამრიგად, ფეოდ. ხანის ქართ. სამართლის წყაროებიდან ირკვევა, რომ ტერმინი მ. და „ვაქილი“ ადვოკატის მნიშვნელობით გამოიყენებოდა და შესაძლებელია ისინი „მონაცვლის“ წინამორბედებად მივიჩნიოთ.
ლიტ.: ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ი., ვექილობის ინსტიტუტის შესახებ „ვეფხისტყაოსანში“, 1966, N 5; მ ი ს ი ვ ე, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ.1, თბ., 1951; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, თბ., 1984 (. თხზ.: თორმეტ ტომად, ტ. 7).
ი. უჯმაჯურიძე