მერაბიშვილი პეტრე თომას ძე (28. XI. 1935, სოფ. უდე, ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი, – 15. II. 2016, თბილისი), მეცნიერი ელექტროტექნიკის დარგში. ტექნ. მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1982). საქართვ. ეროვნ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1997). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) ენერგეტიკის ფაკ-ტი (1958). მუშაობდა თბილ. ელექტროტექნიკის სამეცნ.-კვლ. (1958–60), სსრკ მეცნ. აკად. ავტომატიკისა და ტელემექანიკის (1960–63), მოსკოვის ენერგეტიკის სამეცნ.-კვლ. (1964–68) ინ-ტებში, სადაც შექმნა და დაამუშავა ელექტრული ენერგიის ნახევარგამტარული გარდამქნელების შემცველი წრედებისა და სისტემების თეორიის განვითარების და მათი ანალიზის საინჟინრო მეთოდები, ჩამოაყალიბა ელექტრული ენერგიის არაწრფივი ვენტილური გარდამქმნელების კვლევის სპექტრულ-ოპერატიული ორიგინალური მეთოდი, რ-იც სამეცნ. ლიტერატურაში პ. მერაბიშვილის მეთოდით არის ცნობილი. იყო მოსკოვის საკავშ. საინჟ.- სამშ. ინ-ტის დოცენტი (1976-82). 1982-იდან სპი-ში იყო ზოგადი და თეორ. ელექტროტექნიკის კათედრის გამგე, იქვე სათავეში ჩაუდგა სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელ სპეციალიზებულ საბჭოს (1987-იდან). მ-ის ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოიცა მრავალი სახელმძღვანელო და სასწავლო-მეთოდური ლიტ-რა ელექტროტექნიკის თეორიულ საფუძვლებსა და ზოგად ელექტროტექნიკაში.
მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა, რ-ებიც გამოქვეყნებულია საქართველოში და უცხოეთის ქვეყნებში. მისი ინიციატივით ახალციხეში გაიხსნა სტუ-ის სამცხე-ჯავახეთის ფაკ-ტი (1994). დაჯილდოებულია გ. ნიკოლაძის სახ. მედლით. მიღებული აქვს ღირსების მედალი (1995) და ღირსების ორდენი (2005).
თხზ.: ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები. თბ., 1988; ელეტროტექნიკა. თბ., 1997.