მერაბიშვილი პეტრე პავლეს ძე (22. IX. 1876, სოფ. უდე, ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი, – 13. XI. 1930, პარიზი), ექიმი, მწერალი, მკვლევარი და მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი ეთიოპიაში.
12 წლის პეტრე სასწავლებლად გაგზავნეს კონსტანტინოპოლში უფროს ძმასთან, იოანესთან (კონგრეგაციის სამონასტრო სკოლის დირექტორი ქართლში). მ-მ დაამთავრა ოტომანთა საიმპერატორო ლიცეუმი ბაკალავრის წოდებით. 1899 გაემგზავრა პარიზში. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველია, რ-მაც დაასრულა სორბონის უნ-ტი დოქტორის ხარისხით. შემდეგ მუშაობა დაიწყო სტამბულში, ეთიოპიურ მისიაში მკურნალ ექიმად, 1908–14 და 1922–29 მოღვაწეობდა ადის-აბებაში, სადაც იყო ეთიოპიის მეფის – მენელიქ II-ის პირადი ექიმი. 1908 იქვე საკუთარ სახლში გახსნა საავადმყოფო და აფთიაქი „Pharmacie La Georgia“. I მსოფლიო ომის (1914–18) დროს მოხალისედ წავიდა საფრ. არმიაში. 1929-იდან საბოლოოდ საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში.
მ. იკვლევდა ეთიოპიის გეოგრ., ეთნოგრ., ისტ. და ხალხ. მედიცინის საკითხებს; აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, ფრანგულ ენაზე გამოსცემდა სამედ. და სამეცნ. წიგნებს. მისი ნაშრომები ინახება პარიზის, ბერლინის, ჰამბურგის, ვარშავისა და ადის-აბების ეროვნ. ბ-კებში. ეწეოდა ქველმოქმედებას.
დაკრძალულია პარიზის პერ ლა შეზის სასაფლაოზე.
თხზ.: Medicines et medicine en Ehiopie, P., 1912. I impresion ď Ethiopie, 1921–29;