მერეთი

მერეთი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის გორის მუნიციპალიტეტში (მერეთის ადმ. ერთეული). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. ჭარებულის (აძურის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს,  ზ. დ. 905 . თემის ცენტრი (სოფლები: მ., გუგუთიანთკარი, ზარდიანთკარი, კარბი, კოშკა, ქერე). გორიდან 30 კმ.  966  მცხ. (2014).  სოფელში მდებარეობს მერეთის წმ. გიორგის ეკლესია.