მერემე, სარემოს (საჯინიბოს) მოხელე, რემას მნე, ცხენის ჯოგის მწყემსი გაერთიანებულ ფეოდ. საქართველოში. მ. ექვემდებარებოდა მერემეთუხუცესს.
ერთიანი ფეოდ. საქართვ. მოხელეთა და ხელისუფალთა უფლება-მოვალეობების კრებულის „ჴელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, ხელმწიფის კარზე მ-ები მერემეთუხუცესის უკან იდგნენ.
ლიტ.: თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., „ჴელმწიფის კარის გარიგება“, თბ., 1920; მ ე ტ- რ ე ვ ე ლ ი ვ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2003.
ი. უჯმაჯურიძე