„ერი“

„ერი“, ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი; გამოდიოდა ქუთაისში 1913-14 გაზეთ „იმერეთის“ ნაცვლად და დაიხურა ხელისუფლების განკარგულებით. გამოვიდა 82 ნომერი. რედაქტორ-გამომცემელი — გ. ბრეგაძე.