მერია

მერია, ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) აღმასრულებელი ორგანო.

მ-ის, როგორც ზოგიერთი ქალაქის აღმასრულებელი ორგანოს, ფუნქციები განისაზღვრა „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართვ. ორგანული კანონით (1997). ამ დროისათვის თბილისის მ-ის უფლებამოსილებები დამატებით „საქართველოს  დედაქალაქის – თბილისის  შესახებ“ საქართვ. კანონით (1998) წესრიგდებოდა. თბილისის მ., მთავრობა და რ-ნის გამგეობები ქმნიდა თბილ. თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ სისტემას.

2014-იდან მოქმედი საქართვ. ორგანული კანონით – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ – მ. არის მუნიციპ-ის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რ-იც ახორციელებს მერის უფლებამოსილებას.

მ-ს ხელმძღვანელობს მერი, რ-იც აირჩევა პირდაპირი არჩევნებით 4 წლის ვადით. მერად შეიძლება აირჩეს  საარჩევნო უფლების მქონე საქართვ. მოქალაქე (6 თვის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები) 25 წლის ასაკიდან.

მ. შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რ-საც შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები.  

მ-ის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპ-ის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას.

მ-ის, აგრეთვე მ-ის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს მუნიციპ-ის საკრებულო.

მ-ის თანამდებობის პირები არიან: მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე, მ-ის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, თბილისში (დამატებით) – რ-ნების გამგებლები.

ი.  უჯმაჯურიძე