მერისი

მერისი, აკავრეთა,  მდინარე  აჭარის არ-ის ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის  მარცხ. შენაკადი. სათავეს იღებს შავშეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, ზ. დ. 2236 მ. ერთვის მდ. აჭარისწყალს დაბა ქედის მახლობლად. მდინარის სიგრძეა 21.5 კმ, აუზის ფართ. – 130.7 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის  გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში. მ-ის  მნიშვნელოვანი შენაკადებია ლოდნარი და დიდღელე.