მერისი (1948-მდე ქეშიოღლები, ორთამელა), სოფელი აჭარის არ-ის ქედის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავშეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. მერისის (აჭარისწყლის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, ზ. დ. 590 მ. ადმ. ერთეულის ცენტრი (სოფლები: მ., გარეტყე, გუნდაური, ინაშარიძეები, ნამონასტრევი, სილიბაური, სიხალიძეები). ქედიდან 9 კმ, 300 მცხ. (2014). სოფელში და მის მიმდებარე ტერტორიაზე არის პოლიმეტალური მადნის კვანძი.