მერიქიფეთუხუცესი, მეფის კარზე მოსაქმე მოხელე, მერიქიფეთა (სუფრას ემსახურება ღვინის მიწოდებით) უფროსი გვიანფეოდალურ საქართველოში. ექვემდებარებოდა მეითარს (იხ. მერიქიფე).
ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“ მ-ს და მერიქიფეებს ცალ-ცალკე პარაგრაფები ეძღვნებათ. მერიქიფე ექვემდებარება როგორც მ-ს, ასევე მეითარს.
ვ. გაბაშვილის კვლევის მიხედვით, მ. და მერიქიფეები დარბაზობასა და პურობაში არ მონაწილეობდნენ.
ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. I, თბ., 1952.
ი. უჯმაჯურიძე