მერკვილაძე ვლადიმერ ნესტორის ძე

მერკვილაძე ვლადიმერ ნესტორის ძე (25. XII. 1919, ზემო ჭყეპი, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1968), მეცნ. დამს. მოღვაწე (1978). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1944), სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტსკოლა (1946) და საზ. მეცნ. აკადემია (1959). 1946–61 მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე. 1961–70 იყო საქართვ. ცკ-თან არსებული პარტიის ისტ. ინ-ტის, სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის ფილიალის დირექტორი, 1970-იდან – ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე, 1968-იდან – თსუ-ის სკკპ ისტ. კათედრის პროფესორი. მ. იკვლევდა სკკპ ისტორიის, სახელმწიფო-თმცოდნეობის თეორიისა და პრაქტიკის აქტ. პრობლემებს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).

თხზ.: სსრ კავშირის შექმნისათვის ბრძოლაში, თბ., 1973; ინტერნაციონალიზმი – ლენინელთა მძლავრი იდეური იარაღი, თბ., 1977; Создание и укрепление советской государственности в Грузии, Тб., 1969.