მერკვილაძე სოსიკო (იოსებ) ნიკოლოზის ძე

მერკვილაძე სოსიკო (იოსებ) ნიკოლოზის ძე (1854. სოფ. ჭალატყე, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 1934, თბილისი), საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. გამომც. „ცოდნისა“ და ამავე სახელწოდების წიგნების მაღაზიის მფლობელი; გაზ. „სავაჭრო გზის“  (1908) რედ.-გამომც. მ. ეწეოდა ფოლკლორულ-შემკრებლობით მოღვაწეობას. ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს აქვეყნებდა ჟურნ. „აკაკის კრებულში“, გაზ. „თეატრსა“ და „ივერიაში“. ცალკე წიგნებად გამოსცა „ხალხური აბრამისა და იობის ლექსი“ (1898, 1903), ზღაპრების 2 პატარა წიგნი (1902).

თხზ.: რაჭა (გზა და გზა), ტფ., 1904; ხალხური ვეფხისტყაოსანი, ტფ., 1905.

ლიტ.: გუგუშვილი პ., ქართული წიგნი, 1629–1929 [თბ.,] 1929; მერკვილაძე ქ.,სოსიკო მერკვილაძე – ცხოვრება ამბად, „მწიგნობარი“, 2022, №4; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1975.

ვ. მაცაბერიძე