მერკულა, სოფელი აფხაზეთის არ-ის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდ. მოქვის ნაპირას, ზ. დ. 40 მ. ადმ. ერთეულის ცენტრი. ოჩამჩირიდან 7 კმ.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV ს-ში. ვარაუდობენ, რომ XVI–XVII სს-ში მდ. მოქვზე ხომალდები მოძრაობდნენ. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხისა და ეკლესიის ნანგრევები. სოფელი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.