მერქნიჭამიასებრნი (Cossidae), ღამის პეპლების ოჯახი. აერთიანებს 600-მდე სახეობას. გავრცელებულია თითქმის ყველა კონტინენტზე. მ-თა მატლები მერქანში ღრღნიან გრძელ სავალებს, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ მცენარეს. იშვიათად ბინადრობენ ბალახოვანი მცენარეების ფესვებში, ბოლქვებსა და ღეროებში. მერქნიანთა ძირითადი მავნებლებია მაჟაურა (Zeuzera pyrina), რ-იც ყველაზე მეტად აზიანებს იფნისა და ვაშლის ხეს, და სუნიანი მერქნიჭამია (Cossus cossus), რ-იც აზიანებს ხეხილისა და ტყის ჯიშებს (დაზიანებულ ხეს ძმრის სუნი ასდის). ორივე სახეობა გვხვდება როგორც აღმ., ისე დას. საქართველოში.