მერჩულიულნი

მერჩულიულნი, ქართულ ჰიმნოგრაფიაში დამკვიდრებული ალიტერაციის სახეობა, რ-იც გულისხმობს ძლისპირ-გალობას შორის ალიტერაციულ თანაფარდობას: გალობის ყოველ მუხლში მეორდება ძლისპირის დასაწყისი ასო, მარცვალი ან სიტყვა. მ-ის დამკვიდრებას გიორგი მერჩულის სახელს უკავშირებენ. უძველესი მ. დასტურდება მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“ (978–988). მ-ის ფორმით არის დაწერილი „საგალობელნი აღვსებისანი რვა-ხმანი“ (მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“) და გიორგი მთაწმიდლის „პარაკლიტონში“ (XI ს., ხელნაწ. A-93) შესული „სამარადისო საგალობელნი რვა-ხმანი“.                       

ლიტ.: ინგოროყვა პ., თხზ. კრ. შვიდ ტომად, ტ. 3, თბ., 1965.