მერცხალი, გაზეთი

„მერცხალი“, ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა 1912–13 ქუთაისში (1912 გამოვიდა   №№1–16, 1913 – №№1–101). გაზეთთან თანამშრომლობდნენ შ. შარაშიძე (თაგუნა), ი. კვიცარიძე, ს. ერთაწმინდელი და სხვ. რედ.-გამომც. პ. ბაბუნაშვილი. „მ-ის“ რედაქცია დამატების სახით ცალკეულ ფურცლებად გამოსცემდა „დეპეშებს“. გაზეთის გამოცემა შეწყდა 1913 წ. 29 ოქტომბერს.