მერჯევი, სოფელი იმერეთის რეგიონის საჩხერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდ. ლაშურის (ყვირილის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 550 მ. საჩხერიდან 8 კმ. ადმ. ერთეულის ცენტრი (სოფლები: მ., ივანწმინდა). 1449 მცხ. (2014).
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს. ერთ საბუთში. 1737 შედგენილ დას. საქართვ. რუკაზე დატანილია მერჯევის ციხე. დღეისათვის მ-ში შემორჩენილია ერთი შუა ფეოდალური ხანის „ანგაროული“ ეკლესია ორსტრიქონიანი ლაპიდარული წარწერით და მეორე – XX ს. დასაწყისში აგებული.