ეზატი

ეზატი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის თემში (შიდა ქართლის მხარე), მდ. კავთურის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 720 მ, კასპიდან 10 კმ, კავთისხევიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6 კმ. 307 მცხ. (2002).

ე. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV ს-ში. გიორგი სააკაძემ ე-ის მამულები უბოძა იმერეთიდან გადმოსულ ჩივაძეებს. 1398 ალექსანდრე მეფემ ე-ის შეწირულობა განუახლა სვეტიცხოველს. ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით (XVIII ს.) ე. კავთისხევს ეკუთვნის. სოფელში, ჩივაანთ უბანში, დგას გვიანდელი შუა საუკუნეების ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესია.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941.

ლიტ.: მ ა კ ა ლ ა თ ი ა  ს., კავთურას ხეობა, თბ., 1960.