მესამე ინტერნაციონალი

„მესამე ინტერნაციონალი“, საქართველოს ახალგაზრდობის რევოლუციური ორგანიზაცია „სპარტაკის“ ქუთაისის კომიტეტის ბეჭდვითი ორგანო; გამოვიდა არალეგალურად 1917 წ. 12 ნოემბერს ქუთაისში. გამოიცა სულხ უთი ნომერი. პირველი სამი გამოვიდა როგორც ჟურნალი, ბოლო ორი კი – როგორც გაზეთი. თავისი იდეურ-პოლიტ. მიმართულებით ბოლშევიკური იყო. „მ. ი.“ თანამიმდევრულად ეწეოდა ოქტ. რევ. იდეათა პროპაგანდას, დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოში ახალგაზრდობის კომუნისტური ორგანიზაციების შექმნის საკითხს. მის ფურცლებზე გამოქვეყნდა „სპარტაკის“ წესდება, სტატიები მიძღვნილი საბჭ. სახელმწ. მიერ მიღებული დეკრეტებისადმი და სხვ. „მ. ი-მა“ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ქართვ. მენშევიკები და სხვა წვრილბურჟ. პარტიები. მის ნაცვლად 1918 წ. 29 დეკემბერს გამოვიდა გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“.

შ. გაგოშიძე