მესტვირიშვილი ვლადიმერ

მესტვირიშვილი ვლადიმერ (დ. 13. IX. 1943, თბილისი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), მწვრთნელი. სსრკ დამს. მწვრთნელი (1989). სსრკ ნაკრებისა (1979–91) და ჭაბუკთა ნაკრების უფრ. მწვრთნელი (1981). საქართვ. (1982–91), ჭაბუკთა (1979–80) და ახალგაზრდული (1980–81) ნაკრებების პირველი მთ. მწვრთნელი. ჩრდ. მაკედონიის ნაკრებისა და ამავე ქვეყნის კლუბ „იაკა-მუჩუმის“ მთ. მწვრთნელი (1995–2000). ამ კლუბთან ერთად ევროპის ჩემპიონთა საკლუბო (1996) და მსოფლიო (1997) თასების გამარჯვებული; ინდოეთის ნაკრების, აგრეთვე  ახალგაზრდული, ჭაბუკთა და ქალთა ნაკრებების მთ. მწვრთნელი (2003).