ეზეკიელი, ძველ ებრაელთა ერთ-ერთი წინასწარმეტყველი (ძვ. წ. VI ს.). იერუსალიმის დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 587) ბაბილონში გადაუსახლებიათ მეფე იეჰოიახინთან ერთად. ტრად. მოსაზრება, რ-ის მიხედვითაც ძვ. აღთქმაში „წინასწარმეტყველება ეზეკიელისა" მთლიანად ე-ის თხზულება იყო, ამჟამად უარყოფილია. „წ ი ნ ა ს წ ა რ მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ა ეზეკიელისა" ადრევეა ქართულად ნათარგმნი, შეტანილია „ოშკის ბიბლიაში" (978).
გამოც.: ეზეკიელის წიგნის ძველი ქართული ვერსიები, თ. ცქიტიშვილის გამოც., თბ., 1976.
მ. შანიძე