მესტიის უღელტეხილი

მესტიის უღელტეხილი, უღელტეხილი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვ. ლაცგასა და სარიყოლს შორის. ზ. დ. 3750 . აგებულია ძველი კრისტალური კომპლექსით, პალეოზოური გრანიტოიდებით. წარმოადგენს ფართო თოვლ-ყინულიან ჩადაბლებას, რ-ზეც მრავალი დახურული ნაპრალია. ამ ტერიტორიიდან  სათავეს იღებს მდ. მესტიაჭალა.  მ. უ. აკავშირებს ლეხზირის მყინვარს (მდ. ენგურის აუზი) ადირსუს მყინვართან (მდ. ბაქსანის აუზი, რფ, ყაბარდო-ბალყარეთის რესპ.).