მესტუმრე

მესტუმრე, „სტუმართ მოურავი“ (საბა), მოციქულთა, სტუმართა და მეძღვენეთა დახვედრა-მიღების თადარიგის დამჭერი მოხელე ძვ. საქართველოში. მ-ს სახელმწიფოსაგან ჯამაგირი და განსაზღვრული სარგო ეძლეოდა, სტუმრებისგანაც საჩუქრის სახით მნიშვნელოვან გასამრჯელოს იღებდა. მ-თა უფროსს მესტუმრეთუხუცესი ეწოდებოდა. მ. მანდატურთუხუცესის „ქვეშეთი“ მოხელე იყო ერთიანი ფეოდ.  მონარქიის დროს, გვიანდ. ფეოდ. პერიოდში (როსტომის მეფობის დროს), მ-ისა და მესტუმრეთუხუცესის მნიშვნელობით შემოვიდა მემანდარი და მემანდარბაში, რ-ებიც ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდნენ. ტერმ. „მესტუმრე“ „მემანდრის“ შემოსვლის შემდეგაც იხმარებოდა.

ლიტ.: გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „მოამბე“, 1942; ტ. 13; მესხია შ., საშინაო პოლიტიკა და სამოხელეო წყობა XII ს. საქართველოში, თბ., 1979; მეტრეველი ვ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2003; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწოფოსა და სამართლის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1952; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, თბ., 1984, (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).

               ი. სურგულაძე