მესხი შოთა ბეგლარის ძე [14 (27). VI. 1914, ზუგდიდი, – 1988, თბილისი), თეატრის რეჟისორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1961). 1931–37 სწავლობდა თბილ კონსერვატორიაში მუსიკათ-მცოდნეობის ფაკ-ტზე, პარალელურად (1933–36) – რუსთაველის თეატრის სტუდიაში (შემდეგ გახდა თეატრის მსახიობი), 1937–41 – მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ინ-ტში სარეჟ. ფაკ-ტზე. 1945 მუშაობა დაიწყო მოსკ. საბჭ. არმიის ცენტრ. თეატრში რეჟისორ-ასისტენტად. 1946–52 იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი (სპექტაკლები: ო. გოლდსმიტის „ერთი ღამის შეცდომები“, ი. ვაკელის „რვალი“, გ. მდივანის „კეთილი ნების ადამიანები“ და სხვ.), 1952–54 – ბათუმის თეატრის მთ. რეჟისორი (სპექტაკლები: ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“, ვ. კანდელაკის „უშრეტი წყარო“ და „სარეველა“, კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“, ჰ. ფასტის „თავისუფლების გზა“ და სხვ.), 1954–70 – ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრის მთ. რეჟისორი (სპექტაკლები: შ. მილორავას „საყვარელი დისშვილი“, „სიმღერა თბილისზე“, „მხოლოდ შენ ერთს“, ჟ. ოფენბახის „პერიკოლა“, ე. ჟარკოვსკის „სიყვარულის კვანძი“, გ. ცაბაძის „ახალი სიმღერა“, „შესანიშნავი სამეული“, შ. აზმაიფარაშვილის „ნანატრი საქმრო“, დ. არაყიშვილის „დინარა“, რ. ლაღიძის „მეგობრები“, ფ. ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“ და სხვ.). 1972-იდან ახლანდ. თეატრალურ ინ-ტში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას
ნ. ბერიძე