მესხიშვილი (მესხიევი) დიმიტრი დავითის ძე (25. XII. 1925, თბილისი, – 16. IV. 1983, ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი), დამდგმელი კინოოპერატორი, რსფსრ ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1976). მოსკოვში დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის კინოსაოპერატორო ფაკ-ტი (ა. გალპერინის სახელოსნო, 1951). მუშაობდა კინოსტუდია „ლენფილმში“. გადაიღო 30-მდე ფილმი, მ. შ. „ქალი ძაღლით“ (რეჟ. ი. ხეიფიცი, 1960), „ზოლიანი რეისი“ (რეჟ. ვ. ფეტინი, 1961), „ორი ბილეთი დღის სეანსზე“ (რეჟ. გ. რაპოპორტი, 1966), „დრამა ძველი ცხოვრებიდან“, „მონოლოგი“ (1972; ორივეს რეჟ. ი. ავერბახი), „ბედნიერების მომხიბვლელი ვარსკვლავი“ (რეჟ. ვ. მოტილი, 1975), „სენტიმენტალური რომანი“ (რეჟ. ი. მასლენიკოვი, 1976) და სხვ.
მ. კერესელიძე