მესხიშვილი მერი ვასილის ასული (29. IV. 1923, თბილისი, – 19. VII. 2010, იქვე), ლექსიკოგრაფი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის გან-ყბა (1945). გამოქვეყნებული აქვს წერილები: „ქართული დიალექტიზმები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში“ (1962), „მასალები ქართული დიალექტოლოგიური ლექსიკონისათვის“ (1970), „ქართლური ლექსიკონი“ (1981; თ. ბეროზაშვილსა და ლ. ნოზაძესთან ერთად); „ქართლური ლექსიკონი, მასალები“ (2006). მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (ტ. 1–8, 1950–64) მომზადებაში (VI ტომის ერთ-ერთი რედაქტორი), რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქ. სსრ სახელმწ. პრემია (1971).