მესხიძე ნანული (ნანა) არჩილის ასული

მესხიძე ნანული (ნანა) არჩილის ასული (13. III. 1936, თბილისი, – 31. VIII. 1997, იქვე), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1977). დაამთავრა  ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი (1957). 1957–63 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკ-ტზე (პედ.  უ. ჯაფარიძე). 1964-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1983–88 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში. მ. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ჟურნ. „საქართველოს ქალთან“.  ნამუშევრები: „ძმა და და“ (1963), „ჩემი მამა“ (1964), „თამაში“ (1965), „დედები“ (1968), „გამარჯვების დღე“ (1970), „მუზეუმში“ (1975), „დებიუტანტები“ (1977), „ცხოვრება გრძელდება“ (1980) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. საქართვ. ხელოვნების მუზეუმსა  და დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნულ გალერეაში.