მეტაკარტოგრაფია, ერთ-ერთი მიმართულებაა კარტოგრაფიის თეორიაში, განსაკუთრებული კონცეფცია, რ-ის საფუძველს, ა. ასლანიკაშვილის მოსაზრებით, შეადგენს კარტოგრაფიის საგნის, მეთოდისა და ენის ლოგიკურ-ფილოსოფიური გაგება. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რუკის ენის სემიოტიკური ასპექტები, სადაც რუკათშედგენისა და რუკათგაფორმების პრაქტიკული საკითხები მეცნიერულად არის ახსნილი. ამ საკითხების ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა ა. ასლანიკაშვილის საერთაშ. აღიარება მოუტანა. იგი დასახელებულია კარტოსემიოტიკის პირველ მკვლევრებს – მ. ბოჩაროვსა (1914–1997) და ჟ. ბერტენს (1918-2010) შორის. 1998 იაპონელმა კარტოგრაფმა, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა და თეორიული კარტოგრაფიის კომისიის თავ-რემ ტოსიმოტო კანაკუბომ რუსულიდან იაპონურ ენაზე თარგმნა და ტოკიოში გამოსცა ა. ასლანიკაშვილის ნაშრომი ,,მეტაკარტოგრაფია”.
გ. ლიპარტელიანი