თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი 1989 წ. 14 მაისს გამოეყო აფხაზეთის უნივერსიტეტს და 1993 წ. 14 ნოემბერს ფუნქციონირება დაიწყო თბილისში. ფილიალში იყო სახელმწ. და კერძო დაფინანსების სექტორები, სწავლების დღის დასწრებული და დაუსწრებელი ფორმები.
2000 მის შემადგენლობაში იყო ფაკ-ტები: ფილოლ. [ქართ. ენა და ლიტ-რა, საზღვარგარეთის ენა და ლიტ-რა (ინგლ., რუს., გერმ. ენა და ლიტ-რა)]; ისტ.-იურიდ. (ისტორია, დიპლომატიისა და საერთაშ. ურთიერთობათა ისტორია. პოლიტოლოგია, სამართლისმცოდნეობა); ფიზ. (ფიზიკა, ფიზ. ინფორმატიკა); მათ. და კომპიუტერულ მეცნ. (მათემატიკა, ინფორმატიკა, გამოყენებითი მათემატიკა); ბიოლ. (ბიოლოგია, ბიომედიცინა, ეკოლოგია, გენეტიკა); საბუნებისმეტყველო (გეოგრაფია, ქიმია, ქიმ. ექსპერტიზა, ნავთობის ქიმია); ეკონ. (მიკრო და მაკროეკონომიკა, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი; საერთაშ. ეკონ. ურთიერთობანი); პედ. (დაწყებითი სწავლების პედაგოგიკა და მეთოდიკა, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია, ფიზ. აღზრდა); სულ სწავლობდა 5,9 ათ. სტუდენტი, ასწავლიდა 483 პროფესორ-მასწავლებელი. თ. ს. უ. ს. ფ-ის რექტორები იყვნენ: ფ. ტყებუჩავა (1989–93), ო. ჟორდანია (1993–2005), რ. კაკუბავა (2005–06), ა. შანავა (2006–07), ჯ. აფაქიძე (2007). 2007 წ. 31 ივლ. თ. ს. უ. ს. ფ. გარდაიქმნა სოხუმის სახელმწ. უნივერსიტეტად (საჯარო სამართლის იურიდ. პირი). იხ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ო. ჟორდანია