თურქესტანიშვილი გიორგი (ეგორ) ბაადურის (ბორისის) ძე (1730, სანქტ-პეტერბურგი, – 25. I. 1795, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1789). ბ. თურქესტანიშვილის ვაჟი. 1751-იდან სამხ. სამსახურში იყო. 1784-იდან პოლკოვნიკის ჩინით მუშაობდა სამხ. კოლეგიის ობერ-კონტროლიორად, 1785-იდან – გენ.-კონტროლიორად. ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის II–III ხარისხის ორდენებით, რ-ებიც მას პირადად გადასცა იმპერატორმა ეკატერინე II-მ. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა საკუთარ მამულში, იაროსლავლის გუბერნიაში. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
ლიტ.: Д ж а в а х и ш в и л и Н., Грузины под Российским флагом, Тб., 2003.
მ. გოგიტიძე