გოგუაძე ჯემალ მელქისედეკის ძე (16. I. 1939, სოფ. ჭყონაგორა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 19. XI. 2000, თბილისი), ტრავმატოლოგ-ორთოპედი. მედ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1996), საქართვ. მედიცინის მეცნ. აკადემიის წევრი (1998), ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნ.-კვლ. ცენტრის დირექტორი (1997–2000). 1963 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1966–68 ჩაირიცხა მოსკ. ცენტრ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინ-ტის ორდინატურაში, შემდეგ მუშაობა განაგრძო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრაზე. 1994-იდან იყო ამავე კათედრის გამგე, 1997–2000 – რესპ. მთ. ტრავმატოლოგ-ორთოპედი. არის 10 გამოგონებისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი („სამხედრო საველე ქირურგიის საკითხები“, თბ., 1999).