გორდეზიანი რისმაგ ბენიამინის ძე

გორდეზიანი რისმაგ ბენიამინის ძე (დ. 9. VI. 1940, თბილისი), ფილოლოგი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (1988). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1977). ვინკელმანის საერთაშ. საზ-ბის წევრი (1971), საქსონიის მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1977), საბერძნეთის არქეოლოგიური საზ-ბის საპატიო წევრი (1987). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963). სამეცნ. პედ. მოღვაწეობას ეწევა ამავე უნ-ტის კლასიკური ფილოლ. კათედრაზე – 1989–2006 იყო ამ კათედრის გამგე. 1982-იდან ხელმძღვანელობს თსუ-ის ხმელთაშუა ზღვის კულტ. კვლევის ლაბორატორიას, 1993–96 იყო თსუ-ის პრორექტორი სასწ. დარგში. 1997-იდან სათავეში ჩაუდგა თავისსავე ინიციატივით შექმნილ კლასიკური ფილოლ., ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწ.-სამეცნ. ინ-ტს. არის ბერძნ.-რომაული ფილოლ. სადისერტაციო საბჭოს თავ-რე. გამოქვეყნებული მრავალი წიგნი და სამეცნ. სტატია ჰომეროლოგიის, ეგეისტიკის, ეტრუსკოლოგიის, ანტ. ლიტ-რისა და კულტ. ისტორიის, ქართველოლოგიის დარგებში ქართულსა და უცხ. ენებზე.

მოხსენებებსა და ლექციებს კითხულობს საზღვარგარეთის (საბერძნეთი, გერმანია, რუსეთი, იტალია, ნორვეგია, აშშ) სამეცნ. ცენტრებსა და უნ-ტებში. სხვადასხვა დროს იყო საერთაშ. ჟურნალ „Phasis“-ის (თბილისი) მთ. რედაქტორი, საქართვ. მეცნ. აკად. „მოამბის“, „Caucasica“-ს (თბილისი), „Philologus“-ის (გერმანია) სარედაქციო კოლეგიების წევრი, საქართვ. პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის თავ-რე (1996–2003). 2007-იდან არის საბერძნეთის მწერალთა კავშირის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2003), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2010). არის საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერი (2008).

თხზ.: „ილიადა“ და ეგეოსის მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზის საკითხები, თბ., 1970; ეტრუსკული და ქართველური, თბ., 1980; წინარე ბერძნული და ქართველური, თბ., 1985; ბერძნები საქართველოში, წგ.: ბერძნული ცივილიზაცია, ნაკვ. 1–2, თბ., 1989–97 (თანაავტ.); ქართული თვითშეგნების ჩამოყალიბების პრობლემა, 1993; ქაოსიდან კოსმოსამდე, თბ., 1997; არგონავტები, თბ., 1999; Lektά. რჩეული ნაშრომები ქართ., გერმ., რუს. ენებზე, თბ., 2000; მედიტერანულ-ქართველური მიმართებები, 4 ტომად, თბ., 2007–08; Кавказ и проблемы древнейших средиземноморских языковых и культурных встреч, Тб., 1975; Проблемы гомерского эпоса, Тб., 1978; «Илиада» и «Одиссея» – памятники письменности (Античность как тип культуры), М., 1988; Kriterien der Schriftlichkeit und Mündlichkeit. Ein homerisches Epos, Fr. a/M., 1986; Abwandlungsformen der traditionellen Struktur des Mythos in der griechischen und römischen Heldendichtung, კრ.: Griechenland und Rom, Tb., 1996; Gegenüberstellung Europa – Asien von Altertum bis zur Gegenwart, Tb., 1977; Liebe im Homerischen Epos, «Philologus», 141, 1997; Einige Aspekte der hellenischen studien um die Jahrhundertwende, «Phasis», 2–3, 2000.