ემბაზი (ბერძნ. embasis – შესვლა), მრგვალი და ფართო ზომის ქვის, ლითონის ან ხის ჭურჭელი, რ-იც გამოიყენება (მართლმადიდებლურ და კათოლ. ეკლესიებში) ნათლობის რიტუალის დროს. ძველი დროიდან იყენებდნენ ძირითადად ლითონის ე-ებს. მღვდელი ბავშვს სამჯერ ჩასვამს ე-ში ისე, რომ წყალმა დაუფაროს ტანი. „ემბაზით აღმოშობილი“ ან „ემბაზისშვილი“ ნიშნავს მონათლულს, ქრისტიანს, „ემბაზით მშობელი“ – ნათლიას.