მეტალურგიის ინსტიტუტი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. 1945 საქართვ. მეცნ. აკად. ქიმ. ინ-ტის მეტალ. განყ-ბის ბაზაზე ჩამოყალიბდა ლითონისა და სამთო საქმის ინ-ტი, რ-საც 1957 უწოდეს მ. ი., 2000 – მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტი, ხოლო 2006 – სსიპ ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტი. 2011 წლის 1 იანვრიდან მ. ი. გადავიდა საქართვ. თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და სსიპ-ის სახით გაერთიანდა საქართვ. სახელმწ. სამხედრო სამეცნ. ტექნიკურ ცენტრ (სსსტც) „დელტაში“. 1945–51 მ.ი-ის დირექტორი იყო რ. აგლაძე, 1951–87 ფ. თავაძე, 1987–91 თ. სიგუა, 1991–2006 ი. ბარათაშვილი, 2006–21 გ. თავაძე. 2002-იდან მ. ი-ს ხელმძღვანელობს ზ. რუსიშვილი.
მ. ი-ის სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მეტალ. პროცესების ფიზ.-ქიმ. საფუძვლები; არაორგ. ნივთიერებათა ქიმ. თერმოდინამიკა; მეტალ. ნედლეულის მომზადება და მისი კომპლ. გადამუშავების პროცესები; ლითონების, შენადნობებისა და ლითონის ფხვნილების მიღებისა და დამუშავების პროცესები; ახ. არაორგ. მასალების შექმნის ფიზ.-ქიმ. საფუძვლები; ნახევარგამტარი და ზეგამტარი ნივთიერებების, ლითონთა, ლითონკერამიკულ შენადნობთა და კომპოზიტების მასალათმცოდნეობა; ლითონთა კოროზია და დაცვა.
2018 მ. ი-თვის აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახ. კომპლექსი, რ-იც მოიცავს ოთხსართულიან ლაბორ. კორპუსს, საცდელ საამქროებს საგლინავი დანადგარებითა და სადნობი
ღუმლებით, ასევე ახალი მასალების სინთეზის დანადგარ მოწყობილობებსა და შედუღების უბანს.
ამჟამად მ. ი-ში ფუნქციონირებს 6 ლაბორატორია, რ-ებიც მუშაობენ არაორგანული მასალათმცოდნეობის (ლითონმცოდნეობა, ლითონთა ფიზიკა, ლითონკერამიკული მასალები, თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზი) და მეტალურგიის (მეტალურგიული პროცესების ფიზ.-ქიმ. საფუძვლები, ლითონის წნევით დამუშავება, სამსხმელო წარმოება) მიმართულებით. მ. ი-ის პრიორიტეტია: ახ., სპეც. დანიშნულების შენადნობების მიღება, ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენება, ახ. არაორგანული მასალების მიღება და წარმოების ნარჩენების უტილიზაცია-რეციკლირების ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დამუშავება. მ. ი. ამ მიმართულებებით ეწევა საექსპერტო საქმიანობას. მის თანამშრომლებს მიღებული აქვთ საქართვ. სახელმწ., გ. ნიკოლაძის, პ. მელიქიშვილის სახ. პრემიები. სხვადასხვა დროს მ. ი-ში მუშაობდნენ საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსები: რ. აგლაძე, ფ. თავაძე, გ. გველესიანი, ი. ჟორდანია, გ. თავაძე; წ.-კორ-ები: გ. გედევანიშვილი, ლ. ოკლეი, გ. ცაგარეიშვილი, ი. ბარათაშვილი.
ჯ. ლორია