მეტაფიზიკა (ბერძნ. μεταφυσικά < ძვ. ბერძნ. τὰ μετὰ τὰ φυσικά, სიტყვასიტყვით — „ის, რაც ფიზიკის შემდეგაა“), 1. ფილოსოფიური მეცნიერება ზებუნებრივი, ზეგრძნობადი საწყისების შესახებ. ამ მნიშვნელობით ტერმინი „მ“. შემოიღო ანდრონიკე როდოსელმა (ძვ. წ. I ს.); 2. დიალექტიკის საპირისპირო ფილოს. მეთოდი, რ-იც სინამდვილეს განიხილავს ურთიერთკავშირისა და განვითარების გარეშე. მ-ის ეს მნიშვნელობა პირველად აღნიშნა გ. ჰეგელმა.
მ. ხშირად ფილოსოფიის სინონიმადაც იხმარება და ნიშნავს ყველა ფილოსოფიურ მოძღვრებას ყოფიერებისა და შემეცნების საკითხებზე.