მეტეორული ნაკადი

მეტეორული ნაკადი, მეტეორების ერთობლიობა, რ-ებიც დროდადრო ან ყოველწლიურად დაახლ. ერთსა და იმავე თარიღებშია შესამჩნევი (ღამით ვიზუალური და ფოტოგრ., ხოლო დღისით რადიოლოკაციური). მ. ნ-ის გამომწვევი მეტეორული სხეულები ერთად და პარალელურად მოძრაობენ, რის გამოც ცის თაღზე მათი ხილული გზები თითქოს ერთი წერტილიდან, ე. წ. რადიანტიდან გამოდის.