მეტეხის თეატრი

მეტეხის თეატრი, სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია. დაარსდა 1974 თბილისში, თეატრ. ინ-ტის სამსახიობო და სარეჟისორო ფაკ-ტის კურსდამთავრებულთა ძალებით და რეჟ. ს. მრევლიშვილის ხელმძღვანელობით. პირველი სპექტაკლები გაიმართა მეტეხის ტაძარში. აქედან გაჩნდა სახელწოდება მ. თ. აქ დაიდგა ა. მრევლიშვილის „მოდი, ვნახოთ ვენახი...“, უ. შექსპირის „ჰამლეტი“ (ორივე – 1974); ვ. მაიაკოვსკის „ბაღლინჯო“ (1975); დ. კლდიაშვილის „უბედურება“, ა. ჩხიკვიშვილის „მოსაწყენი დღეების ქრონიკა“, ს. მრევლიშვილის „განკითხვის დღე“ (სამივე 1976) და სხვ. თეატრი საგასტროლოდ იყო პოლონეთში (1976), ესტონეთსა და მოსკოვში (1977). 1980 დასის წევრები იყვნენ მსახიობები: ლ. ალიმბარაშვილი, თ. დათუაშვილი, გ. პატარიძე, რ. ქვლივიძე, ჯ. ღუდუშაური, თ. ბიჭიაშვილი, თ. ნაცვლიშვილი, პ. ნოზაძე, თ. კოშკაძე, ზ. ცინცქილაძე და სხვ.; რეჟ-ები: ს. მრევლიშვილი, კ. გურგენიძე; მხატვრები: მ. ჭავჭავაძე, შ. შეყლაშვილი; კომპოზიტორი – მ. ოძელი. 1979-იდან თეატრი სპექტაკლებს მართავდა აგრეთვე „თეატრალურ კარავში“, სადაც წარმოადგინა „მწუხარე სახის რაინდი“ (მ. სერვანტესის მოტივებზე; 1979) და მ. ოძელის მიუზიკლი „შეშლილთა ხომალდი“ (1980). 1995, მეტეხის ტაძრის საქართვ. საპატრიარქოს გამგებლობაში დაბრუნების შემდეგ, მ. თ-მა გადაინაცვლა  რეჟ. ს. მრევლიშვილის  სახლში და ფუნქციონირება გააგრძელა „ძველი სახლის“ სახელწოდებით. მ. თ. იყო პირველი სტუდიური ტიპის თეატრი საბჭ. პერიოდის საქართველოში, რ-მაც პრეცედენტი შექმნა და ერთგვარად ნიადაგიც მოუმზადა უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაში  შექმნილ ახალ თეატრებს. 2007 თბილისის მერის განკარგულებით მ.თ. დაიხურა და სამართალმემკვიდრედ თეატრი „გლობუსი“ გამოცხადდა.