„მეტეხის კერამიკა“ (შპს), კერამიკული აგურისა და ბლოკების მწარმოებელი კომპანია. ფუნქციონირებს 1986-იდან მეტეხის აგურის ქ-ნის სახელწოდებით, ხოლო 1997-იდან – როგორც შპს „მ. კ.“ მდებარეობს კასპის მუნიციპ-ის სადგურ მეტეხში, ხარისხიანი თიხით გამორჩეული კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტექნოლ. ხაზის გასაუმჯობესებლად საწარმოში რამდენჯერმე ჩატარდა გადაიარაღების პროცესი. მოგვიანებით აიგო ქ-ნის ახ. შენობა. ამჟამად საწარმო დაკომპლექტებულია ბულგარული წარმოების თანამედროვე ტექნოლ. ხაზებით, ასევე იტალ. და გერმ. ენერგოდამზოგი ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს სტანდარტული, სასურველი ფორმისა და ზომის მდგრადი, მაღალი ხარისხის კერამ. სამშენებლო მასალის გამოშვებას. საწარმოს წლ. წარმადობაა 13 მლნ. პირობითი აგური (2021), დასაქმებულია 200-მდე ადამიანი. კომპანია უშვებს კერამ. აგურს ინტერიერისა და ექსტერიერისათვის, სამშ. კერამ. ბლოკს, პროდუქციას ბუხრისათვის და სხვ., ასევე მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთ აგურს, რ-იც ქმნის განსხვავებულ და უცხო ვიზუალურ გარემოს.
„მ. კ.“ მრავალწლიანი ევრ. გამოცდილების გათვალისწინებითა და ქართ. აგურის ტრად. მეთოდების შერწყმით აწარმოებს მაღალი ხარისხის ენერგო- და თბოეფექტიან სამშ. კერამ. პროდუქციას. მის მიერ გამოშვებული აგური გამოირჩევა სიმტკიცით, ნესტგამძლეობითა და მაღალი თბომედეგობით. კერამ. სამშ. მასალა არის ღრუტანიანი, რის ხარჯზეც მცირდება აგურის მასა, იზრდება თერმული და აკუსტიკური იზოლაცია.