მეტივური, ხალხური შრომის პოეზიის სახეობა საქართველოში. გუნდური სიმღერა, რ-საც ასრულებდნენ მეტივეები ტივის დაცურების დროს. როგორც ჟანრი, უძველეს ხანაში უნდა იყოს გაჩენილი (იხ. სტრაბონისა და ჰეროდოტეს ცნობები საქართველოში მდინარეებზე ხეტყის ტრანსპორტირების შესახებ), თუმცა ჩვენამდე მოღწეული ტექსტების მნიშვნელოვანი ნაწილი სამრეწვ. კაპიტალიზმის ეპოქაშია შექმნილი. მ-ს გაბმული ბანის ფონზე მონაცვლეობით ასრულებს 2 მეტივე. მ-ების მელოდია დეკლამაციური ხასიათისაა და რეჩიტატივით ვითარდება. მ-ში მთავარია პოეტური ტექსტი, რ-შიც ნებისმიერი ამბავია გადმოცემული. იგი ზოგჯერ სიმღერის პროცესში იქმნება, ხშირია 2 მეტივის ერთმანეთთან გაშაირება, შეჯიბრება. შაირი დიდი ოსტატობითა და იუმორით გამოირჩევა.
ცნობილია მ. სიმღერების ქართლური ვარიანტები. მ-ის ნიმუშები ჩაიწერეს ზ. გულისაშვილმა, ვ. კოტეტიშვილმა, გ. კალანდაძემ და სხვ. (იხ. აგრეთვე შრომის სიმღერები).