მეტონიძე  გიორგი  ივლიანეს ძე

მეტონიძე  გიორგი  ივლიანეს ძე (1. V. 1925, სოფ. ხვანჭკარა, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – ? თბილისი), არქიტექტორი. დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშენებლო ფაკ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1949). ინ-ტის დამთავრების შემდეგ 1949–52 მუშაობდა არქიტექტორად კურორტოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1952–63 – საქკომუნპროექ-ტში, 1963–67 – თბილ. ზონალური სამეცნ.-კვლ. და ტიპობრივი დაპროექტების ექსპერ. ინ-ტში („თბილზნიეპი“), ხოლო 1967-იდან – საქქალაქსახპროექტში პროექტის მთ. არქიტექტორად. ნამუშევრები:  სკოლები 44) (1953) და 880 (1957, თანაავტ.) მოსწავლეზე;  საბავშვო ბაღი 50 ადგილზე (1956); კულტურის სახლი 400 ადგილზე (1959); საქართვ. პროფკავშირების კულტურის სასახლე თბილისში (1973, ახლანდ. პროფკავშირების კულტურის ცენტრი) და სხვ.