მეტონიძე ნიკოლოზ მაქსიმეს ძე (14. XI. 1911, თბილისი, – VI. 1989, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1965). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1947). იყო ა. ქუთათელაძის მოწაფე. 1948-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. პერსონალური გამოფენა ჰქონდა 1968 (საქართვ. ხელოვნ. მუშაკთა სახლი, თბილისი). შექმნილი აქვს მცირე ზომის ჟანრული სურათები, პეიზაჟები. მის ნამუშევრებში იგრძნობა ავტორის გულწრფელობა და იკვეთება ფერის შეგრძნება. ნამუშევრები: ფერწერა –„ნარიყალა“ (1959), „შემოდგომა რაჭაში“ (1962), „ბაზარი“ (1963, ორივე დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეა), „ალაზნის ველი“ (1966), „წყაროსთან“ (1967), „თერგთან“ (1969), „მეღვინეები“ (1978); დაზგური გრაფიკა – „გ. კილაძის პორტრეტი“ (1952), „ძველი ციხე“ (1972), „იურტა“ (1972) და სხვ.