მეტრეველი გივი გიორგის ძე

მეტრეველი გივი გიორგის ძე (დ. 23. III. 1943, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1985). სსრკ (1980) და საქართვ. (1989) მინისტრთა საბჭოს პრემიების ლაურეატი. დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშ. ფაკ-ტი სპეციალობით არქიტექტურა (1966). იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილქალაქპროექტში არქიტექტორად. 1973–91 იყო საქქალაქმშენსახპროექტში არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელი, 1991–2000 – თბილქალაქპროექტის დირექტორი. ნამუშევრები: ადმ. სახლი (1970; ავტორთა ჯგუფთან ერთად); „საჭაშნიკე“, მაღაზია  კოსტავას ქუჩაზე თბილისში (1972; რ. კიკნაძეს, ვ. ქურთიშვილსა და თ. მიქაშავიძესთან ერთად); საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ თბილ. საწვრთნელი ბაზა დიღომში (1976; ავტორთა ჯგუფთან ერთად); დასასვენებელი სახლი „მზიური“ გაგრაში (1979, ავტორთა ჯგუფთან ერთად, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია); 300- ადგილიანი სასტუმრო რუსთავში (1989, ავტორთა ჯგუფთან ერთად, საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემია); ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია, გერმანული თემის სახლი თბილისში (1997) და სხვ.