მეტრეველი გოდერძი დავითის ძე (დ. 29. VIII. 1946, სოფ. ლაგვანთა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (2014). დაამთავრა სპი (ახლანდ. სტუ) არქიტექტურის სპეციალობით (1974). 1975–94 მუშაობდა არქიტექტორად საქსოფლმშენსახპროექტის ბათუმის ფილიალში (1983-იდან – მთ. არქიტექტორი). ნამუშევრები: ხელვაჩაურის მუნიციპ-ის სოფ. ჩაისუბნის ცენტრის დაგეგმარება (1977–81); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის, საქსოფლქიმიისა და შპს მშენებელის საცხოვრ. სახლები ბათუმში, სასტუმრო კვარიათში (ყველა 1995–2005); ქობულეთში – 10- და 7-სართულიანი საცხოვრ. სახლები თამარ მეფის სანაპიროზე, 13- და 6-სართულიანი კი – აღმაშენებლის ქუჩაზე, შპს ჰეკატეს მრავალფუნქციური კომპლექსი ბათუმში, შპს ტოიოტას ცენტრი ქობულეთში, 3 საცხოვრ. სახლი კვარიათში (ყველა 2005–12) და სხვ.